გასვლა დუნაისკა სტრედაში

გასვლა დუნაისკა სტრედაში თბილისიდან.
მიზანი: დუნაისკა სტრედა - თბილისის დინამოს მატჩზე დასწრება 2018 წლის 12 ივლისს და საერთაშორისო ფან-ფესტივალზე ჩასვლა ლვოვში 2018 წლის 14 ივლისს.

9.07 თბილისი - ქუთაისი.
10.07 ქუთაისი - ბუდაპეშტი.
12.07 ბუდაპეშტი - ბრატისალავა.
12.07 ბრატისლავა - ტრნავა.
12.07 ტრნავა - დუნაისკა სტრედა.
12.07 დუნაისკა სტრედა - ტრნავა.
13.07 ტრნავა - ბრატისლავა.
13.07 ბრატისლავა - ლვოვი.
16.07 ლვოვი - კიევი.
18.07 კიევი - თბილისი.

მანძილი (ითვლება თვითმფრინავითაც და სახმელეთო ტრანსპორტითაც) - 5394კმ.
გზაში გატარებული(თვითმფრინავში, ავტობუსში და ა.შ.) საერთო დრო - 37ს.

ივნისის ბოლოს გაირკვა რომ დინამო სლოვაკურ გუნდს ეჯახებოდა, რომელიც დუნაისკა სტრედაში ცხოვრობს (FC DAC 1904 Dunajská Streda). ეგრევე დავინტერესდი, რადგან წლები ველოდებოდი დინამოს გასვლით მატჩზე დასწრების შანსს. ამას ისიც დაემატა, რომ 23 ათასიან ქალაქ დუნაისკა სტრედააში ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ და ფაქტიურად სეპარატისტულ რეგიონში გაიმართებოდა თამაში. არ ვიცოდი ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, რას წარმოადგენდნე ზოგადად და აქედან გამომდინარე იმის შანსიც დიდი, იყო რომ დინამოს გულშემატკივრების მიმართ აგრესიით წამოსულიყვნენ, რაც კიდევ დამატებით ინტერესს იწდვევდა ჩემში.

გასვლის დაგეგმვა მაშინვე დავიწყე და დინამოს ფანებს ვკითხე თუ აპირებდნენ მატჩზე დასწრებას, ბევრმა დამიდასტურა სურვილი თუმცა საბოლოოდ მარტო მომიწია წასვლა, რაც გასვლის მუღამს სერიოზულად აფუჭებდა. ვიცოდი რომ კლუბთან ერთად 3 დინამოს ფანი მიდოდა სლოვაკეთში, თუმცა მათ მე თამაშამდე ვერ გადავეკვეთებოდი და შესაბამისად სლოვაკეთშიც მარტო ვიხეტიალებდი, თუმცა ეს მთლად ასეცარ მომხდარა.

სტრედამდე ორი დღე ბუდაპეშტში გაჩერება მიწევდა, საკმაოდ კარგი ქალაქია გასართობად, ღამის ცხოვრება ჩქეფს რაც მთავარია.
დღის საათებში ფეხით შემოვიარე ნახევარი პეშტი, თბილისის შემდეგ კვლავ ადამიანად ვიგრძენი თავი, ყველა გითმობს გზას, ცენტრლაურ უბნებში მანქანები თითქმის არ დადიან და ზებრას და შუქნიშანსაც დანიშნულებისამებრ იყენებენ.   ვეცადე საღამო ადგილობრივების(არატურისტულ) ბარებში გამეტარებინა, ასეც მოვიქეცი... ადგილები ბუდაპეშტში მცხოვრებმა მეგობრის მეგობარმა მირჩია... ხალხი კომუნიკაბელური იყო და ეგრევე შემოდიოდნენ კონტაქტში, საქართველო არავინ იცის, ძირითადად აშშ-ს შტატი ვეგონეთ.... ლუდი ნაგავი აქვთ ისევე როგორც საჭმელი.... ერთი ბაბუს პატარა სასადილოში ვჭამე მხოლოდ გემრიელი გულიაში.

ხო.... ბარების რაიონში ჰოლივუდური ფილმების კლიშეების მსგავსად, თავზე ბენდენა წაკრული მექსიკელი ბარიგები მხვდებოდნენ, რომებიც ჯადოსნურ ნივთიერებებს მთავაზობდნენ შესაბამისი აქცენტით და ტერმინოლოგიით...

ხალხი აჯაფსანდალია, ჩვენსავით ზოგი შავია ზოგიც კი თეთრი. იგრძნობა ავსტრიაც და პოლონური გავლენაც, აღმოსავლური ბლოკი მენტალიტეტში ზის ნაწილობრივ.
კიდევ ერთი რაც ეგრევე მომხვდა თვალში იყო ნეონაცისტების და ებრაელების ჭარბი რაოდენობა, თან ეს ერთ რაიონში ხდებოდა. როგორ თანაცხოვრობდნენ ვერ გავიგე, მაგრამ ისეთი იდილია და სიწყნარე იყო თავი სამოთხეში მეგონა.
მეორე დღეს დაახლოებით 3 საათი ვიარე დინამოს ფერებში და ნული რეაქცია იყო ადგილობრივი ულტრას სცენის წარმომადგენლებისგან. ფერენცვაროში ბლომად შემხვდა, თუმცა მხოლოდ აფიქსირებდნენ ფერებს და მეტი არაფერი. უიპეშტის ფერები საერთოდ ვერასდ ვნახე, ერთი გრაფიტი ან სტიკერიც კი არ შემხვედრია, ალბათ კონკრნეტულ რაიონებში ბაზირებენ უფრო.

ეს კი ფერენცვაროშის საშინაო არენაა. ასეთი 3-4 დახატავდა საქართველოს, პირველ რიგში დინამოს. შიგნით არ შემიშვეს სტუარდებმა, მათი და პოლიციის ერთობლივი წვრთნა მიდიოდა  დილის 7 საათზე.

ეს კი უნგრელი ბებიები :) უბრალოდ კაი ტიპები არიან და თავისი ძველებური ატმოსფერო აქვთ.


ბუდაპეშტის შემდეგ ბრატისალავში გავემგზავრე.
პირველი რაც შევამჩნიე იყო ავტოსადგურის საპირფარეშო. სელფები ლამის გადავიღე ისეთი იყო..... ისინიც სოციალისტური ბანაკიდან არიან ეს დედანატირები, ხომ შეიძლება ოკრიბასაც რამე ეშველოს :(

ავტოსადგურიდან ქალაქის გულ'ამდე 15 წუთის სავალია ფეხით. ჩასვლისთანავე ცენტრისკენ დავაწექი სადაც სრულიად შემთხვევით ეგრევე 3 დინამოს ფანს გადავეკვეთე, რომლებიც უკვე დუნაისკა სტრედაში მეგონნენ.
ელიტის წევრებთან ერთად ქალაქის ცენტრში ერთი ფოტოც გადავიღეთ ბანერით "აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა". შემდეგ ვჭამეთ და თამაშამდე დავშორდით, მათი გზა პირდაპირ სტრედასკენ მიდოდა მე კი ჯერ ტრნავაში უნდა ჩავსულიყავი...


მასეც გავაკეთე და საბოლოოდ ტრნავის რკინიგზის სადგურზე აღმოვჩნდი სადაც ადგილობრივი სპარტაკ ტრნავის ფანს და პოლონელ გრაუნდჰოფერს უნდა შევხვედრილიყავი, 10 წუთიანი ლოდინის შემდეგ სპარტაკელი მოვიდა, კიდევ 20 წუთში კი პოლონელიც ჩამოვიდა ჟილინიდან მომავალი მატარებლიდან. თითო ლუდის შემდეგ სლოვაკის მანქანით მატჩზე დასასწრებად გავემგზავრეთ.

ჩასვლისთანავე გავოცდი, გზის ორივე მხარეს თბილისი მოლისა და ისთ ფოინთის ზომის სავაჭრო ცენტრები იყო. ეს მაშინ როდესაც მოსახლეობა 23 ათასია :)))
მოკლედ წავედით სტადიონისკენ, მთელი ქალაქი ადგილობრივი გუნდის ფერებშია, ყველგან ლურჯ-ყვითელი მაისურები და კაშნეებია, ნამდვილი საფეხბურთო გარემოა, ბევრგან ლუდის სმა და სიმღერა მიდის.

ჩვენ კი ჯერ ბილეთები უნდა ავიღოთ და თან მშვიდობიანად მივაღწიოთ სექტორზე. ჩვენი "სასტავიდან" უნგრელებს მხოლოდ პოლონელი შეიძლება ევასებოდეთ :)).

მოკლედ ბრატისლავაში ვაუჩერი მომცეს, ელიტელებმა, რომელიც ჩემთვის ახალი ხილი იყო.
აწერ სახელს და გვარს და იღებ ბილეთებს. ჩვენც ეს უცნაური პროცედურაც გავაირეთ და შევედით სტადიონზე. იქ "ძმები" დაგხვდნენ და ამოვისუნთქე, ადამიანის საუკეთესო მეგობრბეი იყვნენ გარშემო და ლუდის ყიდვის საშუალებაც იქვე იყო....
ხოოდაააააააააააა რას ვხედავ... თითითქმის სავსე სტადიონი, გაუჩერებელი სიმღერა, ოღონდ ეს მართლაც 90 წუთის განმავლობაში გაუჩერებელი სიმღერა იყო, ასეთი რამ ტრაბზონში მქონდა ნანახი თუმცა იქ პატარა შესვენებებს მაინც აკეთებდნენ.
ეს მათი ფან სექტორია. 23 ათასი ცხოვრობს ქალაქში ეს ტოლმააფეთქებული 23 ათასი!!!!!!!!!!!

ამის ფონზე ჩვენი 4 კაციანი სექტორის ჩვენება მიტყდება ცოტა.  უვიზო რეჟიმის პირობებში, ქუთაისი-ბუდაპეშტის პირობებში, უამრავი ალტერნატიული იაფიანი გზის პირობებში, ასეთი ისტორიის მქონე გუნდს, ამხელა ქალაქის გუნდს, 4 კაცი რომ გაყვება მხოლოდ ევროგასვლაზე მაგარი სირცხვილია :/
იყო ჩვენი მხრიდან შეძახილები, ცოტაც სიმღერა, თუმცა მგონია ვერაფერი გავაგონეთ უნგრელების ხმაურის ფონზე, ისინი პოლიტიკურად ანგჟირბეულებიც იყვნენ და ძალიან ხშირად "რია რია ჰუნგარიას" უბერავდნენ შუა თამაშის დროს და უნგრეთის დროშებსაც მრავლად აფრიალებდნენ.
ხო მოდი ისევ დინამოზე...., სამწუხაროდ თამაში 1-1 დასრულდა, მეორე ტაიმის მიწურულს იდეალური შანსი ვერ გამოივყენეთ და ეგ იყო გადამწყვეტი მომენტი ორმატჩიან დაპირისპირებაში. ფეხბურთელები სექტორთან მოვიდნენ და ტაში დაგვიკრეს, სექტორიდან ხელით ვანიშნებდი, რომ მოსულიყვნენ და ვუყვიროდი დინამო აწიეთ მეთქი, მაგრამ ნული რეაქცია და ეგრევე უკან გაბრუნდნენ, ნუ ზაგრების შემდეგ, როდესაც 2 ჩასულ დინამოს ფანს ტაშიც კი არ დაუკრეს უკვე პროგრესია. ნუ შეიძლება ვერც გაიგეს და ვერც დამიანხეს :D



სხვათაშორის ფოტოების დიდი ნაწილი პოლონელი გრაუნდოფერისაა, რომელიც სლოვაკეთში მმასპინძლობდა ადგილობრივებთან ერთად, ესეც მისი გვერდი - https://www.facebook.com/ZVlepkamiPoStadionach/

თამაშის შემდეგ უკან ტრნავაში დავბრუნდით, იქ სმა წავიდა ადგილობრივებთან ერთად, ყველაფერი რაც გაგიხარდება თან მე არ მახდევინებენ,  ჩვენთან სტუმარი ღვთისააო, სტუმართმასპინძლობა არ გვეშლებაო ჯიგრებმა ;) კლასიკური ქართული გაგების საუკეთესო ტრადიციებში....
მეც მეტი რა მინდოდა ადგილობრივების სასმელი ყოველთვის მაინტერესებდა, ამჯერად ბოროვიჩკა დავაგემოვნე. ძალიან კარგი იყო.
მისაყოლებლად კი ადგილობრივ კოლას - "კოფოლას" იყენებენ.
სლოვაკური ლუდიც უნგრულთან შედარებით ძალიან კარგი დასალევი იყო.

 სპარტაკის ხულიგნების უმრავლესობა არ სვამდა, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, თუმცა თუ ვსვამთ ბოლომდე ვიცლებითო.. ძირითადად ყველა ნავარჯიშებია.
მეორე დღეს საჭმელიც დავაგემოვნე, ძალიან გემრიელი იყო Bryndzové halušky, თუ ოდესმე სლოვაკეთში მოხვდით აუცილებლად გასინჯეთ.!
დადგა უკრაინაში გამგზავრების დროს. ჩემ ახალ პოლონელ მეგობართან ერთად ბრატისლავაში ჩავედი, ჯერ 10 ცენტიანი სასტუმრო მოვნახე და სამომავლოდ ბიზნესის პერსპექტივა გავინაღდე...
რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ კი ბლაბლაქარით ლვოვისკენ გავემგზავრე, პოლონელი კი უკან ტრნავაში დაბრუნდა, რომელსაც შემდეგ ხორვატიაში გასვლა ელოდა, მცირე არეულობა ადგილობრივებთან და ხელის მოტეხვა :) თუმცა ეს უკვე მისი ისტორიაა...

სლოვაკების უშფოთველი ცხოვრება ძალიან მოსაწყენია, სამაგიეროდ ხალხს აქვს ფული, მოწესრიგებული ქალაქები, ქუჩები, სახლები, ტრანსპორტი, ქალაქებში ჩვეულებრივ დადიხარ და სუნთქავ, ეს თბილისისთვის ძალიან უცხოა......

გზა ლვოვამდე იყო საშინელი. 18:30 ზე გავმეგზავრეთ და ლვოვში მხოლოდ 10:00-ზე  ჩავედით, მარტო საზღვარზე 6 საათი ლოდინი მოგვიწია. უკრიანულ-პოლონეთის საზღვარი კოშმარია, უკრიანულ ნაწილში ტუალეტში შესვლის საშუალებასაც აღარ გაძლევენ. მოკლედ ჩავედი როგორც იქნა. ადგილზე ლვოველი დამხვდა, შემთხვევით კი დინამო მინსკის ავტობუსს გადავეყარეთ, რომელიც პირდაპირ ტურნირზე მიდოდა სათამაშოდ. გაგვიყოლეს, არაყი გამოუშვეს, თუმცა უჭმელზე ბოლო რამ იყო რისი დალევაც მინდოდა. ჩავედით, თქეშმა დაცხო, სირბილით მივედი სტადიონამდე და ხის ქვეშ შევაფარე თავი, იქ კი კიდევ უფრო ბევრი ნაცნობი ვნახე, უკვე საჭმელიც იყო და ლუდი. მალევე გამოიდარა და ფეხბურთიც დაიწყო. ბოლოს მაგ ტურნირზე 2015-ში ვიყავი და ბევრი რამ შეცვლილა, ნაკლები გუნდი, უღიმღამო ატმოსფერო. ვიღაც მღერის ვიღაც მაშხალებს ანთებს, თუმცა......


ქალაქაში დაბრუნების შემდეგ ერთი ნაწილი საჭმელად წავიდა, მე უგემრიელესი უნგრული სუპი ბოგრაჩი მივირთვი, რომელიც იმიერკარპატებში ძალიან პოპულარულია, რადგან იქ უამრავი ეთნიკურად უნგრელი ცხოვრობს.. მეორე კი დასალევად დააწვა. ჩემი ჩანთა ერთ-ერთ მანქანაში იყო და მითხრეს რომელ ბარში დატოვებდნენ, ვიცოდი რომ ბარი 1-მდე მუშაობდა, თუმცა 12 მივედი და უკვე დაკეტილი დამხვდა, დავრჩი ასე დაუბანელი, ბინძურ ტანსაცმელში :))


მომიწია მასე დაძინება, ლვოველი ფანის სახლში, რომელმაც თავისთან მიმიღო. მეორე დღეს, როგორც იქნა შხაპი მივიღე, ჩანთა დავიბრუნე, გასართობად გავედით, თუმცა კიდევ უარესი კაზუსები მოხდა, საბედნიეროდ ეგ უკვე მე არ შემემთხვა ამიტომ აღარც დავწერ. კიევის მატარებელი დილის 6 საათზე მელოდა, წავედი, ჩავედი სადაც ლენა დამხვდა. ლენა დინამო კიევის სტაჟიანი გულშემატკივარია ისევე როგორც მისი მეუღლე. ლენამ კიევის ის ნაწილი დამათვალეირებინა რომელიც აქამდე არ მქონდა ნანახი, ადგილობრივი კრაფტ ლუდი დამაგემოვნებინა, საკმაოდ ხარისხიანი, საღამოს მისი მეუღლე დენისიც შემოგვიერთდა და კიდევ უფრო კარგ ადგილზე წაგვიყვანა, კიევში აუცილებლად ესტუმრეთ ამ ადგილს.

ვარვარში ძალიან კარგი ლუდებია. 9 მთა რომაა ჩვენთან ტაბიძეზე, მაგაზე უკეთესი სიტუაცია, უკეთესი ლუდი?! და ეს ყველაფერი გაცილებით იაფად. ღამე კიევურ ვაზისუბანში დავრჩი, რაიონი სადაც მეტრო არ მიდის, თანაც ქალაქიდან მოშორებით, სამაგიეროდ ბინის გასაღები მომცეს მეგობრებმა და ჩემ ნებაზე ვიყავი.

ეს რიაონული ღირშესანიშნაობაა.



მეორე დღეს გემრიელი ბორშის დრო მელოდა ჰიდროპარკში, რომელზეც ეს თამამი ფისო დამეწვია.

ჰიდროპარკი არის კიეის ერთ-ერთი პლიაჟი, სადაც 90-იანებში კლუბები და კაზიონები იყო განთავსებული, ალკოჰოლიკების დ ანარკომანების თავშეყრის ადგილად იყო ქცეული. დღეს კი სპორტული ცენტრია ფაქტიურად, უამრავი სტადიონი, საფრენბურთო ბადეები, ორთაბრძოლების ცენტრი და რაც მთავარია უდიდესი სავარჯიშო სივრცე თავისუფალი წონებით, რომელიც ყველასთვის უფასოა.


მაშველები და მოხუცები რომლებიც ექსტრაკლასის ფრენბურთს თამაშობდნენ პლიაჟზე აუცილებლად უნდა გაჩვენოთ.


საღამოს ადგილობრივ ბარებში გავაირეთ, ერთ-ერთ ხიფსტერულ ზონაში კი ძალიან კარგი სიდრიც გავსინჯე, ნესვის და მარწყვის, ძალიან კარგად აგრილებს, იმედია ჩვენთანაც შემოვა მალე საზაფხულო ამინდებში.



ბოლოს დენისის და ლენას სახლში ავედით, კიდევ ორ კიეველთან და ვინლიუსელთან ერთად . მოკლედ 2 მდე ვერ გავედი სახლიდან, არა და 6 ზე უკვე ფეხზე უნდა ვყოფილიყავი, თვითმფრინავზე რომ მომესწრო. აეროპორტში კიდევ ერთმა დინამო კიევის ფანმა გამიყვანა სადაც დასრულდა ჩემი მოგზაურობა.

მოკლედ ამ ქალაქებზე არქიტექტურულ ღირშესანიშნაობებზე და ისტორიულ ადგილებზე ნაკლებადად მოგიყვებოდით, რადგან არც დრო მქონდა და არც სურვილი... ასე რომ ისევ ესე ჯობდა რაც მომეწონა და გამისწორდა.

P.S. უგულშემატკივრეთ ადგილობრივ გუნდს, იარეთ გასვლებზე, იმოგზაურეთ, ეს პროცესი გაცილებით უკეთესი და დასამახსოვრებელია ვიდრე მე მიწერია.

P.P.S სამწხაროდ რაღაც ფოტოების და ისტორიების დაცენზურებაც მომიწია :(

Comments

Popular posts from this blog

დარბაზის ფუჩურები