Posts

Showing posts from August, 2018

გასვლა დუნაისკა სტრედაში

Image
გასვლა დუნაისკა სტრედაში თბილისიდან. მიზანი: დუნაისკა სტრედა - თბილისის დინამოს მატჩზე დასწრება 2018 წლის 12 ივლისს და საერთაშორისო ფან-ფესტივალზე ჩასვლა ლვოვში 2018 წლის 14 ივლისს. 9.07 თბილისი - ქუთაისი. 10.07 ქუთაისი - ბუდაპეშტი. 12.07 ბუდაპეშტი - ბრატისალავა. 12.07 ბრატისლავა - ტრნავა. 12.07 ტრნავა - დუნაისკა სტრედა. 12.07 დუნაისკა სტრედა - ტრნავა. 13.07 ტრნავა - ბრატისლავა. 13.07 ბრატისლავა - ლვოვი. 16.07 ლვოვი - კიევი. 18.07 კიევი - თბილისი. მანძილი (ითვლება თვითმფრინავითაც და სახმელეთო ტრანსპორტითაც) - 5394კმ. გზაში გატარებული(თვითმფრინავში, ავტობუსში და ა.შ.) საერთო დრო - 37ს. ივნისის ბოლოს გაირკვა რომ დინამო სლოვაკურ გუნდს ეჯახებოდა, რომელიც დუნაისკა სტრედაში ცხოვრობს (FC DAC 1904 Dunajská Streda). ეგრევე დავინტერესდი, რადგან წლები ველოდებოდი დინამოს გასვლით მატჩზე დასწრების შანსს. ამას ისიც დაემატა, რომ 23 ათასიან ქალაქ დუნაისკა სტრედააში ეთნიკური უნგრელები ცხოვრობენ და ფაქტიურად სეპარატისტულ რეგიონში გაიმართებოდა თამაში. არ ვიცოდი ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, რა...